თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ საკრებულოში ჩანიშნულ სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.
როგორც ფრაქციის წევრებმა განმარტეს, ბოიკოტი მათ თანაგუნდელზე, დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას უკავშირდება. ოპოზიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი მტკიცებულება, დეპუტატზე თავდამსხმელები ჯერ კიდევ დაუსჯელები არიან.