თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით, ფრაქციისა და კოალიციაში შემავალი სხვა ფრაქციების წევრების მონაწილეობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებთან - თამაზ მოდებაძესა და თენგიზ აბაზაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, რაიონული გამგეობების სოციალური სამსახურის უფროსები, ფრაქციაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წევრები და თბილისის სოციალური მომსახურების რაიონული ცენტრის უფროსებიც ესწრებოდნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დეოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ორ საკითხზე - სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებასა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, სოციალურად დაუცველთათვის „სეთ-თოფ ბოქსების“ გადაცემის წესებზე - იმსჯელეს.
მოსმენა, საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, ფრაქცია „ქართული ოცნება-დეოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - რიმა ბერაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა. ფრაქციის თავმჯდომარემ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
რიმა ბერაძემ ყურადღება გაამახვილა საარსებო შემწეობის (სოციალური დახმარების) გაცემის წესსა და სარეიტინგო ქულების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების ყველა კომპონენტზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს კონკრეტული კითხვებით მიმართა.
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების წესისა და შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ, მოსაზრება ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გამოთქვა.
ამის შემდეგ დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე წარსდგა.
მან დაწვრილებით ისაუბრა საარსებო შემწეობის წესზე, შეფასების ეტაპებზე, სარეიტინგო ქულების მინიჭების მეთოდოლოგიაში შესულ ცვლილებებზე და დანერგილი შეფასების კრიტერიუმების უპირატესობაზე. ასევე შეეხო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სოციალურად დაუცველთათვის „სეთ-თოფ ბოქსების გადაცემის საკითხის ნიუანსებს.
მოხსენების დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
თბილისის სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თენგიზ აბაზაძეს კონკრეტული მაგალითებით გამყარებული კითხვები დაუსვეს. ისაუბრეს საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული მოქალაქეების მდგომარეობაზე, ახალი მეთოდოლოგიით სარეიტინგო ქულების მინიჭების დროს შექმნილ სირთულეებზე და სოციალური აგენტებისთვის ტრენინგების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა და მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
თენგის აბაზაძის შემდეგ, დეპუტატების წინაშე, თბილისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი წარსდგა. მან ახალი მეთოდოლოგიით შემოღებულ პარამეტრებზე ისაუბრა და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მოწვეულ სტუმრებს, კითხვები გარდა დეპუტატებისა, რაიონული გამგეობების სოციალური სამსახურების უფროსებმაც დაუსვეს.
დასასრულს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ შეხვედრა შეაჯამა და დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ფრაქციის ხედვა წარუდგინა. გააცნო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და მომავალში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023