თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს - გიორგი ალიბეგაშვილს, დედაქალაქის მერს - დავით ნარმანიას და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს - რიმა ბერაძეს შეხვდნენ.
შეხვედრას ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდა.
საქართველოში მცხოვრებმა ეროვნული უმცირესობებისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებმა, დედაქალაქის მერთან შეხვედრაზე ხუთ პრიორიტეტულ საკითხზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრის მონაწილეებმა გიორგი ალიბეგაშვილს, დავით ნარმანიას და რიმა ბერაძეს შემდეგი საკითხები წარუდგინეს: „მეგობრობის სახლის“ გახსნა, სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაცია, „პონტოელი ბერძენის“ ქანდაკების განთავსება და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მერიასა და საკრებულოში სტაჟირების საკითხები.
„მეგობრობის სახლის“ გახსნას ეროვნული უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა. მათი განცხადებით, ეროვნული უმცირესობები - „მეგობრობის სახლის“ სივრცეში - სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და კონფერენციებს ჩატარებას უზრუნველყოფენ.
შეხვედრაზე საქართველოს სომეხთა კავშირის წარმომადგენელმა - გენრიჰ მურადიანმა სომხური თეატრის რეაბილიტაციის საკითხი დააყენა და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყებისთვის გიორგი ალიბეგაშვილსა და დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის, საქართველოს ბერძენთა ფედერაციის, საქართველოს გერმანელთა ასოციაციის, საქართველოს ასურელთა ეროვნული კონგრესის, საქართველოს ქურთ-ეზიდთა ქალთა დამოუკიდებელი ლიგის, ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდის „ლეა“-ს და საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირის წარმომადგენლები.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023