18 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე - მარგალიტა ხიდირბეგიშვილი პეტროს ადამიანის სახელობის თეატრში, საქართველოს სახალხო არტისტის სერიკ შეკოიანის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ხელოვანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და გარდაცვლილის ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
სერიკ შეკოიანის სამოქალაქო პანაშვიდს სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი და სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025