12 ივნისი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე - თამარ ტალიაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ბიბლიურ თემატიკაზე, განსხვავებული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
პერსონალურ გამოფენაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის - მამა მერაბ დეკანოსიძის და მისი მეუღლის - მაია ჯანვერდაშვილის ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ნახატები ბოლო 3 თვის განმავლობაში სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს კი 50 რჩეული ტილოს ნახვის შესაძლებლობა ეძლეოდა.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი თბილისის მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია. მუზეუმი აქტიურ კულტურულ-შემეცნებით საქმიანობას ეწევა, რითაც ალამაზებს დედაქალაქის კულტურულ ინტერიერს.
თამარ ტალიაშვილის თქმით, „დღეს, მუზეუმში ხელოვნების და სულიერების შერწყმის კლასიკური შემთხვევაა. რამდენადაც კულტურა სულიერების გარეშე არ არსებობს, ამიტომაც არის განსაკუთრებული საღამო. საკრებულო ხელოვან ხალხს ყოველთვის მხარში დაუდგება“.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის განმარტებით, ესოდენ მნიშვნელოვანი გამოფენა მის სამაჟორიტარო რაიონში გაიმართა. სასურველია ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმს არამხოლოდ უფროსი თაობის, არამედ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ხშირად ეწვიოს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025