თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე უძღვებოდნენ, ფრაქციის დეპუტატები, კოალიციაში შემავალი კომისიის თავმჯდომარეები და სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელები, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის, გამოცემების „გურჯისტანის“, „ვრასტანის“, „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელები ისლამ ალიევი, ვან ბაიბურთი, მიხეილ აიდინოვი და საქართველოში მცხოვრები დისპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასაწყისში რიმა ბერაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ საკრებულოში, უახლოეს მომავალში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, რომლის მიზანია თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემების უკეთ გაცნობა, მათი გადაჭრის გზების ძიება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა.
„თბილისი ოდითგანვე მრავალეროვნულობით გამოირჩევა. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. აქ საუკუნეების განმავლობაში სხვა და სხვა ეთნოსის წარმომადგენლები ჰარმონიულად თანაცხოვრობდნენ და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება“, - განაცხადა შეხვედრაზე რიმა ბერაძემ და დამსწრე საზოგადოებას ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი წარუდგინა.
„მარგალიტა ხიდირბეგიშვილი არის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტი, საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის სახელმწიფო კონცეფციის მონიტორინგის ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნაცინალური საქართველო მშვიდობისა და გარემოს დაცვისთვის“ თავმჯდომარე, ის გახდება შუამავალი ჩვენსა და თქვენს შორის და კოორდინაციას გაუწევს თქვენს პრობლემებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები, სათვისტომოების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივას მიესალმნენ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო ხედვები გაუზიარეს.
შეხვედრის დასასრულს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მარგალიტა ხიდირბეგიშვილს წარმატება უსურვა.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023