თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოს ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თბილისში ქართველი და უკრაინელი გმირების სახელობის სკვერის სახელდებას ეხებოდა.
„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს უკრაინის ელჩთან ერთად. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება. ჩვენ მასთან ერთად გავივლით კონსულტაციებს, შევარჩევთ მემორიალის ადგილსაც და კონცეფციასაც”, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა ოპოზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა. ოთარ გრიგოლიამ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო მხარდაჭერაზე და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეულ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ოპოზიციის განცხადება, რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, არის აბსოლუტური ტყუილი.
საქართველო არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის საქართველო იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების, ერთ-ერთი დონორი ქვეყანა. სხვათა შორის, რეგიონში საქართველო იყო ერთადერთი, რომელმაც ამ სარჩელს მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, საქართველომ არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე დაუჭირა მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი და მთელი მუნიციპალური სერვისები მოარგო იმ საჭიროებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ,“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023