თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი, მისი მოადგილე დავით დოლიძე და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომა ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ გახსნა და სხდომის მონაწილეებს ფრაქციის ინიციატივა გააცნო.
რიმა ბერაძემ, დედაქალაქის დასუფთავების უზრუნველსაყოფად, შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-სა და გამგეობების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და თვითნებურად შემოკავებული ეზოების პრობლემატიკაზე გაამახვილა ყურადღება.
ფრაქციის წევრების განმარტებით, აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საწყის ეტაპზე საჭიროა ღონისძიებათა დაგეგმვა, რაშიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, როგორც რაიონული რგოლები, ისე მოქალაქეები, რის შემდეგაც საჭიროა ალტერნატიული მოდელის შექმნა და იმ გზების დასახვა, რაც საკითხზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფს.
სხდომის მონაწილეებმა თავდაპირველად შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელებს მოუსმინეს, მოგვიანებით კი სხდომა, პროცესუალურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართეს, სადაც მოხდა მოსაზრებათა ურთიერთგაცვლა.
მაჟორიტარმა დეპუტატებმა, საკუთარ რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს, ხოლო შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხეს.
სხდომის დასასრულს, ფრაქციის თავმჯდომარემ გამგეობის წევრებს კითხვარი გააცნო, რომლის საფუძველზეც გამგეობების წარმომადგენლები, დასუფთავების კუთხით, ფრაქციას მიაწვდიან ინფორმაციას მათ რაიონებში არსებულ სიტუაციაზე და გააცნობენ ახალ ინიციატივებს, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, გამგეობების მიერ წამოყენებულ ინიციატივებზე, ფრაქცია შესაბამის სამსახურებთან ერთად იმსჯელებს. შეჯერების შემთხვევაში კი ერთობლივად გასატარებელ თითოეულ სამუშაოებს მკაცრ მონიტორინგს გაუწევს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023