თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას 8 თვის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
სხდომაზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მერის ანგარიში დადებითად შეაფასა და დავით ნარმანიას პრობლემების გადაჭრის გზაზე წარმატება უსურვა.
,,ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო დავით, კოლეგებო, მთავრობის წევრებო და მოწვეულო სტუმრებო მოგესალმებით !
ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი განხორციელდა, თვითმართველობის არჩევიდან რვა თვის შემდეგ ქალაქის მერი შუალედური საანგარიშო მოხსენებით საკრებულოს წინაშე წარდგა. მივესალმებით ამ ინიციატივას და დარწმუნებული ვართ, ამით წარმომადგენლობით და აღმსრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.
კარგად გვესმის, რომ ხელისუფლება გადავიბარეთ ქაოტური სტრუქტურებით, გაუმჭვირვალე ბიუჯეტით და მოუწესრიგებელი მეურნეობით. რთულია ამ ინერციის დაძლევა და სწრაფად ხილული წარმატებებისკენ სვლა. საამისოდ ჩვენ გადავდგით პირველი ფუნდამენტალური ნაბიჯი. ქალაქს პირველად ისტორიაში აქვს პრაქტიკულად პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც გაცილებით უფრო გამჭვირვალე, კითხვადია და მარტივად ექვემდებარება ანალიზს. სწორედ ასეთი ბიუჯეტის არსებობის შედეგია ის, რომ შესაძლებლობა მიეცა როგორც საკრებულოს, ასევე ნებისემიერ დაინტერესებულ პირს იმსჯელოს ბიუჯეტის დადებით და უარყოფით ასპექტებზე და ეფექტური კონტროლი გაუწიოს მის შესრულებას. მიღებული ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე ფრაქციამ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, მოესმინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების ანგარიშები გაწეული მუშაობისა და კვარტალური გეგმის შესრულების შესახებ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ფრაქციის შეფასებები და რეკომენდაციები გადაეგზავნა მერიის საქალაქო სამსახურებს. გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა დახვეწა გააუმჯობესებს და მეტად ეფექტურს გახდის მერიის საქმიანობას, რაზედაც აქ ყურადღებას არ გავამახვილებთ.
მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა საქალაქო მეურნეობის ინვენტარიზაცია, ამ პერიოდში ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით მეტ გააქტიურებას მოითხოვს.
იმისათვის, რომ ქალაქ თბილისის მერიამ უკეთ აწარმოოს და აკონტროლოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხელისუფლება შემსრულებელ კომპანიებს ხელშეკრულებით ავალდებულებს სამუშაოების შესრულებას გეგმა-გრაფიკის მიხედვით და იმავე გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად ხდება მათი მონიტორინგი, რაც ამცირებს სამუშაოების არაკეთილსინდისიერად და უხარისხოდ შესრულების ალბათობას. სასურველია, რომ სამსახურებმა და გამგეობებმა კვარტალური გეგმის შესრულებისას საკასო შესრულების გარდა წარმოადგინონ ფაქტობრივი შესრულება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც გაზრდის მონიტორინგის ეფექტურობას და არახელსაყრელ პირობებში შესაძლებელი გახდება დროული ჩარევა სიტუაციის გამოსასწორებლად, ასევე კონტროლის მეტ საშუალებას მისცემს საკრებულოს შესაბამის სტრუქტურებს.
ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა სოციალურმა ვითარებამ და მემკვიდრეობით დატოვებულმა უკიდურესმა გაჭირვებამ გვაიძულა ბიუჯეტი მიგვემართა მოქალქეთა დღევანდელი სოციალური პრობლემებისკენ, ასევე იმ 28 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად. ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა საკმარისად ვერ მივმართეთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ. სწორედ აქედან გამომდინარე არის აუცილებელი ამ კუთხით ახალი მიდგომები და ბიზნეს-გარემოს სწორი განვითარება და მისთვის რეალური ხელშეწყობა.
ჩვენი გუნდი ქ. თბილისის თვითმმართველობაში მოვიდა გასული წლის აგვისტოს თვეში რა დროსაც ქ. თბილისის ბიუჯეტის ფორმირებისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 4 თვე. ამის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად მოვახდინეთ დარგობრივი კომისიებისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართვა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, რომელთათვისაც ყველაზე მეტადაა ცნობილი მოქალაქეებისა და რაიონის პრობლემები. დედაქალაქზე უდაოდ დადებითად აისახება 9 თვის ბიუჯეტის შესრულების განხილვისა და მასში კორექტირების შეტანისას, თქვენს მიერ გათვალისწინებული, სამგორის, ჩუღურეთის, გლდანისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტების შესყიდვები.
ვთვლით, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხები დღესვე უნდა დავიწყოთ. ბიუჯეტი მეტად უნდა იყოს ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებაზე. მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის კურსი მაქსიმალურად წარვმართოთ ისე, რომ გაიზარდოს და გაუმჯობესდეს მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე, რის შედეგადაც შემცირედება მოთხოვნა სოციალურ პროგრამებზე, სოციალური სტატუსის მინიჭებაზე და „ცხელი სადილის“ ბენეფიციართა სტატუსის მოთხოვნაზე.
საჭიროდ მიგვაჩნია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მუნიციპალური საწარმოების შექმნას, მისი შემდგომი წილების გასხვისების ქალაქისათვის მომგებიანი პირობით, რაც უდაოდ მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის აუცილებელი წინაპირობაა.
როგორც თქვენთის ცნობილია, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე იხარჯება ბინის ქირისათვის. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ფრაქციას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ იმ მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მრავლადაა ჩვენს დედაქალაქში, აშენდეს თანამედროვე ტიპის სახლები, სადაც გაუმჯობესდება ამ ადამიანების მდგომარეობა და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ამისათვის მიგვაჩნია, რომ შემუშავდეს შესაბამისი პროექტები და პროგრამები, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის სამუშაო პირობების შექმნას. ხოლო ძველი თბილისური ტიპის ეზოების დაზიანებული სახლების, კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების შენარჩუნების მიზნით კი ვფიქრობ, კარგი მაგალითია ჩემს მიერ წარმოდგენილი ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც თქვენი თანადგომა უდაოდ შედეგიანი და იმედის მომცემია.
კიდევ ერთ პრობლემაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც ყველა მაჟორიტარ დეპუტატს აწუხებს. ეს ეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში შეჭრის თემას. საჭიროა, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად შეიმუშაოს და განსაზღვროს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას.
როგორც ანგარიშში აღნიშნეთ, ქალაქ თბილისის მერიაში დასაქმებული კადრები შერჩეული იყო მათი კვალიფიკაციის გაუთვალისწინებლად, დასაქმების ძირითადი კრიტერიუმი იყო პარტიული კუთვნილება და ნეპოტიზმი. ასევე ადგილი ქონდა გაბერილ საშტატო ნუსხას და კორუფციის ფაქტებს. თუმცაღა, რამდენადაც გულსატკენი არ უნდა იყოს, კორუფციული ფაქტები გამოვლინდა მერიის ახალ შემადგენლობაშიც. ჩვენი გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არცერთი კორუფციისა და სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტი არ იქნება დაფარული და მათზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება. ესაა ჩვენი განსხვავებული ხედვა ყველა იმ დარღვევებზე, რომელიც მოხდა და თუ მოხდება მომავალშიც.
წინგადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია ქ. თბილისის მერიის მიდგომა საკადრო საკითხებისადმი. თქვენდამი დაქვემდებარებულ სამსახურებში ჩატარებული საჯარო მოხელეთა კონკურსი, მართალია ვერ წარიმართა უხარვეზოდ, მაგარამ იმედს გამოვთქვამთ, რომ მაისში დაგეგმილი საკონკურსო გამოცდები ჩატარდება სრულყოფილად ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გარეშე, რის შედეგადაც ღირსეული და კვალიფიციური კადრებით დაკომლექტდება შესაბამისი სამსახურები.
ფრაქციის მიერ ჩატარებულმა მოსმენებმა და განხილვებმა გვიჩვნა, რომ არასაკმარისია კომუნიკაცია მერიის საქალაქო სამსახურებს, გამგეობებს, საკრებულოს წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის. ამ მიმართულებით, მათ შორის უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა მომავალში თქვენს რეაგირებას საჭიროებს.
უდავოა, რომ ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების, ასევე გამგეობების ანგარიშების მოსმენით საკრებულოში საფუძველი ჩაეყარა იმ მნიშვნელოვან მიდგომას, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს და მისი სამსახურების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი აუცილებელი კონტროლის მექანიზმის გააქტიურებას წარმოადგენს.
თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე სოციალურ ფონსა და ვითარებას, რაც წინა ხელისუფლების მხრიდან მემკვიდრეობით გვერგო, არცთუ მცირე სამუშაოებია ჩატარებული ქ. თბილისის მერიის მიერ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. თუმცა, ხშირად საზოგადოება არცთუ ისე ინფორმირებულია თქვენდამი დაქვემდებარებული სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაობის შესახებ. შესაბამისად, გასააქტიურებელია მუშაობა ამ მიმართულებით.
თქვენს მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა, არსებული პრობლემატიკის ანალიზმა, სამომავლო ხედვამ და იმ ახალმა პროექტებმა, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ 2015-2016 წლებში, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხედვა არის სწორი და მიმართული მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს თქვენს მიერ გაცხადებული წინა საარჩევნო პროგრამის ის მუხლები, რომელის განხორციელებაც აქტიურ ფაზაშია. მაგალითად, საკორდანიციო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარემოსთან ადაპტირების პროცესებზე.
დაპირებისამებრ, ხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მაღალი ევროპული სტანდარტით. იწყება ქალაქის სატრანსპორტო მეურნეობის განახლება. დაიწყო და მიმდინარეობს ქალაქის განვითარების ახალ გენერალურ და პერსპექტიულ გეგმაზე მუშობა. დღეს უკვე შესაძლებელია დეველოპერებმა და კერძო პირებმა კონსულტაცია მიიღონ არქიტექტურის სამსახურიდან ყველა ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში. მოწესრიგდა მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესი ნაწილი. წინა ხელისუფლების მიერ დახურული 35 ბაგა-ბაღის სანაცვლოდ აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი, ასევე კიევის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღს, რომელიც წინა ხელისუფლებამ პარტიულ ოფისად აქცია დაუბრუნდა თავისი პირვანდელი ფუნქცია. აღნიშნული ქმედებებით მოხერხდა 2,500 ერთეულით გაგვეზარდა ბაგა-ბაღების აღსაზრდელებით დატვირთვა.
დღეის მდგომარეობით, სოციალურ დახმარებებზე შემოსული მომართვების 95 პროცენტი დაკმაყოფილებულია, დაიგეგმა და ხორციელდება ახალი პროექტები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, რადიკალურად შეიცვალა „ცხელი სადილი“-ს ობიექტებში ხარისხი და მომსახურება. ზუსტად თქვენი არჩევნიდან 8 თვის განმავლობაში, როცა გარკვეული წარმოდგენილი ანგარიში გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ თქვენს მიერ გაწეული სამუშაოები, ხედვა, მენეჯმენტი არის სწორი და ასეთი დამოკიდებულება მიმართულია ადამიანზე - მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ იწონებს ქ. თბილისის მერიის ანგარიშს განვლილ პერიოდში გაწეულ საქმიანობას და წარმატებებს გისურვებთ სამომავლოდ დასახული პრობლემების გადაჭრის გზაზე’’.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023