დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, სადაც ფრაქციის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს, სამგორის, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების გამგებლების 2015 წლის I კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
რაიონების გამგებლებმა, გარდა წარმოდგენილი ანგარიშებისა, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებიც მათივე განცხადებით, რაიონებში დახვდათ.
მათი თქმით, გამგეობებში გახარჯული ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი, გაუმართავი სტრუქტურა და იურიდიული ქაოსი იყო, თუმცა როგორც გამგებლებმა აღნიშნეს, მათ არსებული ვითარების მოგვარების საკუთარი ხედვები და განვითარების სამომავლო გეგმა გააჩნიათ, რაც მიმდინარე პროექტებსა თუ კონკრეტულ ქმედითუნარიან ნაბიჯებში უკვე აისახა კიდეც.
კერძოდ, გამგეობებში მოწესრიგდა შინაგანაწესი, ჩამოყალიბდა ახალი, ფუნქციურად განახლებული სტრუქტურა და შესწავლილ იქნა გამგეობების განყოფილებების მუშაობის მექანიზმები.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ გამგეობების მართვაში მყოფი ავტომობილების საწვავის ხარჯი საგრძნობლად შემცირდა და შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელმაც გამგეობების მატერიალური კონტროლი განახორციელა.
გამგებლების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ძირითადად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორსაც, შიდა კვარტალური გზებისა და ეზოების, ასევე ავარიული შენობების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური დახმარების საკითხები წარმოადგენს.
გამგებლებმა ასევე, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოების, სპორტული მოედნების რეაბილიტაციის, სკვერების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვეს ხაზი.
შესრულებული სამუშაოების ანგარიშის გარდა, დეპუტატები განვითარების სამომავლო გეგმასაც გაეცნენ, სადაც რაიონების გამგებლებმა სხვადასხვა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
კერძოდ, საგზაო სამუშაოების, სკვერებისა და სპორტული მოედნების, მშენებლობის პროგრამისა თუ პროექტების დატენდერების შესახებ, რომელთა განსახორციელებლადაც მათი განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებსა და ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
რაიონების გამგებლებმა, ბექა მიქაუტაძემ, მამუკა ჩოქურმა, ლაშა აბაშიძემ და გელა არჩვაძემ ანგარიშები პრეზენტაციის სახით წარადგინეს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა თავის მხრივ, ზემოთნახსენები რაიონების გამგებლებს, საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები წარუდგინეს.
ფრაქციის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ კი, გამგეობების წარმომადგენლებს ფრაქციის ანალიზის შედეგად შედგენილი მოსაზრებები გააცნო.
კერძოდ, უფრო ეფექტიანი ღონისძიებების გატარების მიზნით, ფრაქციის წევრებმა მათ დარღვევათა პრევენციის გეგმის შემუშავება და ანალიზი, ასევე სამაჟორიტარო ბიუროებთან უფრო მჭიდრო კოორდინაცია შესთავაზეს, რაც ქალაქის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის, დედაქალაქის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციის, სოციალურად დაუცველთა დახმარებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული მოგვარებისთვისაა აუცილებელი.
სხდომას ფრაქციის წევრებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს, სამგორის, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების გამგეობების წარმომადგენლების გარდა, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ესწრებოდა.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023