დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, სადაც ფრაქციის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის, გლდანის, ისნისა და კრწანისის რაიონების გამგემბელების 2015 წლის I კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.
რაიონების გამგებლებმა, გარდა წარმოდგენილი ანგარიშისა, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, ასევე პრობლემატიკის სიმწვავზე ისაუბრეს, რომლებიც მათივე განცხადებით, რაიონებში დახვდათ და აღნიშნეს, რომ არსებული ვითარების მოგვარების საკუთარი ხედვები და განვითარების სამომავლო გეგმა გააჩნიათ.
აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ძირითადად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორსაც გზებისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და სოციალური დახმარების საკითხები წარმოადგენს.
გამგებლებმა ასევე, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების სამუშაოების, სპორტული მოედნების რეაბილიტაციის, სკვერების მოწყობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვეს ხაზი.
გარდა შესრულებული სამუშაოების ანგარიშისა, დეპუტატები განვითარების სამომავლო გეგმასაც გაეცნენ, სადაც რაიონების გამგებლებმა სხვადასხვა დაგეგმილ ან მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.
კერძოდ, საგზაო სამუშაოების დატენდერების, მშენებლობის პროგრამისა და თუ პროექტებს, რომელთა განსახორციელებლადაც მათი განცხადებით, ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
რაიონების გამგებლებმა, ზაზა გაბუნიამ, ბესიკ ქარცივაძემ, გიორგი კოპალეიშვილმა და ვახტანგ ქიზიყურაშვილმა, ანგარიში პრეზენტაციის სახით წარადგინეს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა თავის მხრივ, ზემოთნახსენები რაიონების გამგებლებს, საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები წარუდგინეს.
ფრაქციის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ კი, გამგეობების წარმომადგენლებს ფრაქციის ანალიზის შედეგად შედგენილი მოსაზრებები გააცნო.
კერძოდ, უფრო ეფექტიანი ღონისძიებების გატარების მიზნით, ფრაქციის წევრებმა მათ დარღვევათა პრევენციის გეგმის შემუშავება და ანალიზი, ასევე სამაჟორიტარო ბიუროებთან უფრო მჭიდრო კოორდინაცია შესთავაზეს, რაც ქალაქის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის, დედაქალაქის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციის, სოციალურად დაუცველთა დახმარებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული მოგვარებისთვისაა აუცილებელი.
სხდომას ფრაქციის წევრებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის, გლდანის, ისნისა და კრწანისის რაიონების გამგეობების წარმომადგენლების გარდა, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ესწრებოდნენ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023