წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ფრაქციის სხდომაზე, საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა, დეპუტატებს ამავე სამსახურის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გააცნო, სადაც როგორც სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამები, ასევე სამომავლო ამოცანებიდა გეგმები დეტალურად იყო წარმოდგენილი.
აღნიშნული სამსახურის უფროსის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
გელა ჩივიაშვილმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, როგორსაც დედაქალაქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებული პრობლემები წარმოადგენს, რომლის ძირითად მიზეზადაც მან ხშირი არამიზნობრივი გამოძახებები, კლინიკებთან არსებული რთული კომუნიკაცია და სხვა ფაქტორები დაასახელა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სამსახურს შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმები და ამ მიმართულებით ეფექტიანი აქტივობების პროცესი დაწყებულია.
სხდომაზე ასევე წარმოდგენილ იქნა ის პროგრამები, რომლებსაც თბილისის მერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
კერძოდ, დეპუტატებმა C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა, ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამების დაფინანსების საკითხზე იმსჯელეს.
ასევე, განხილულ იქნა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ონკოპრევენციის, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის, კომუნალური სუბსიდიებისა და 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური პროგრამები.
მიმდინარე პროექტების გარდა, სხდომაზე დეპუტატებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, რომლებსაც აღნიშნული სამსახური დარგობრივი მიმართულებით განახორციელებს.
როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული სისტემა, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული ქსელი, უკვე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში და დედაქალაქის რაიონული გამგეობებში ინერგება.
მისივე განცხადებით, საქალაქო სამსახური თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის 11 არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რასაც კონკრეტული შედეგები ახლავს.
კერძოდ, შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, ხოლო ბენეფიციართა კმაყოფილებისა და მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საჭიროების შესწავლის პროცესში მხარდაჭერა მსოფლიოს ბანკმა გამოხატა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და ფრაქციის სხვა წევრებმა, დადებითად შეაფასეს აღნიშნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და გარკვეული რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს.
შეკითხვები ძირითადად სოციალურად დაუცველი პირების ერთანი ბაზის სრულყოფას, დევილთა და მრავალშვილიანი ოჯახების, ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების გამკაცრებას ეხებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა კი, მუნიციპალური ბინათმშენებლობისა საავადმყოფოების საკითხის სამომავლო პერსპექტივას გაუსვა ხაზი.
სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრების გარდა, კოალიიცის შემადგელობაში შემავალი სხვა ფრაქციების წევრები, თბილისი მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ციალა ჯელაძე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ესწრებოდნენ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023