თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად, სხდომას, დამოუკიდებელი დეპუტატები სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე ესწრებოდნენ.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ჯაყელმა დეტალური ანგარიში წარადგინა და სამსახურში მომხდარ ცვლილებებზე დაწვრილებით ისაუბრა.
ფრაქციის სხდომაზე, დეპუტატებმა, საანგარიშო პერიოდში, დასრულებული მშენებლობებისა და ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობაზე, გარე რეკლამებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოვლენილ უნებართვო მშენებლობებზე ინფორმაცია მიიღეს.
ასევე გაეცნენ, მწვანე ნარგავების გაჩეხვის, მიწის თვითნებური გადათხრისა და შენობის იერსახის დამახინჯების ფაქტებზე, ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულ კონკრეტული რეაგირების ფორმებს.
შეხვედრაზე, მამუკა ჯაყელმა მათი სამსახურის წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებსა და ამოცანებზეც ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ, სხდომა, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა და დეპუტატებმა, მერიის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ყველა ფაქტზე ინფორმაცია დეტალურად მიიღეს.
ამის შემდეგ, ტრადიციულად, ფრაქციის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს, მათი 6 თვიანი მუშაობის ანგარიშზე, ფრაქციის ანალიზის შედეგად შედგენილი მოსაზრებები გააცნო.
რიმა ბერაძე მერიის სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოგვარების გზებითაც დაინტერესდა და სამომავლოდ დასახული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა ზედამხედველობის სამსახურს, საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისათვის, გარკვეული რეკომენდაციებით და წინადადებებით მიმართეს.
კერძოდ, რეკომენდაციების მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეიმუშავოს დარღვევათა პრევენციის გეგმა, მოახდინოს კოორდინაცია ეკოლოგიის, არქიტექტურის საქალაქო სამსახურებთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, იმისათვის რათა, კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებები გატარდეს ქალაქის სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და თბილისის დაზიანებული ქუჩების დროულად და ხარისხიანად მოწესრიგების კუთხით.
სხდომაზე, ქალაქის წინაშე მდგარი სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების გზებზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
აღნიშნული შეხვედრა რიგით მეოთხეა, რომელიც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ გამართა. ფრაქციის წევრებმა უკვე მოუსმინეს ტრანსპორტის, კეთილმოწყობისა და საქალაქო სამსახურებს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023