თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამახურის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
სხდომას კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის’’ ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი, მერიის მუნიციპალური საწარმოს „სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა და შ.პ.ს „ლაბორატორიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კეთილმოწყობის სამსახურის ხელძღვანელმა ავთანდილ სუდაძემ დეპუტატებს გაწეული მუშაობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის ისაუბრა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების გზებზე, გარე განათებების ახალ სისტემაზე გადასვლის გეგმებსა და დიოდური განათების უპირატესობებზე, გზების კაპიტალური შეკეთება–რეაბილიტაციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე, ბარათაშვილისა და ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროექტებზე, დიდი ლილოს ტერიტორიაზე მიმდინარე 240 კაცზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობაზე. რომლის დასრულებასაც ივლისის თვეში გეგმავენ,და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.
ფრაქცია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სხდომის მონაწილეებს, აღნიშნული სამსახურების გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით ფრაქციის მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნო. სხდომაზე ძირითადი აქცენტი სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე გაკეთდა. დაისვა კითხვები თუ რა მიზეზით მოხდა ხელშეკრულებების ერთ პირთან გაფორმება და რამ გამოიწვია რამდენიმე ტენდერის ჩაშლა. დეპუტატების ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება ჩატარებული ტენდერების შედეგად სატენდერო თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები.
ფრაქციის წევრები აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელების სამომავლო გეგმებითა და ხედვებით დაინტერესედნენ. დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვები, თუ როგორ მოხდება ბორდიულების, ქუჩების, ორმოულების, სკვერებისა და შადრევნების მოწესრიგება. ასევე რა ვადებში განხორციელდება შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, რა სტრატეგია აქვს შემუშავებული ,,თბილსერვის ჯგუფს" ქუჩების, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების, ნარჩენების, მათ შორის სამშენებლო ნარჩენების, დროულად გატანის, დაზიანებული ნაგვის ურნების ახლით ჩანაცვლებისა და მათი რაოდენობის ოპტიმიზაციის კუთხით. მაჟორიტარების მხრიდან კი კითხვები ძირითადად იმ სახლების გამაგრებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხებოდა, რომლებიც ფორსმაჟორის გამო გადაუდებელ მოგვარებას საჭიროებს და როგორ მოხდება ამისთვის ფინანსური რესურსი მოძიება.
სხდომის დასასრულს საკრებულოს დეპუტატებმა მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს საკუთარი ხედვები და ინიციატივები წარუდგინეს.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა წამოაყენეს წინადადება ,,თბილსერვის ჯგუფმა“ უზრუნველყოს სანაგვე ურნების პერიოდული სანიტარული დასუფთავება და მათი სტანდარტულ პირობებში მოყვანა, რათა ისინი არ გახდნენ მაწანწალა ცხოველების მიერ ინფექციის გავრცელების წყარო. რიმა ბერაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურებმა , ყველა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, ანგარიში შესაბამისი კომისიების სხდომებზე კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინონ და დეპუტატების მხრიდან სწორედ ამის შემდეგ მოხდება მათ მიერ გაწეული მუშაობის შეფასება.
სხდომა დახურულ ფორმატში, აქტიური კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა და 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ფრაქცია 20 მარტამდე მერიის ყველა საქალაქო სამსახურის ანგარიშს მოისმენს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023