თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ჩუღურეთში, ცაიშის 36-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო.
აღნიშნულ მისამართზე ეს ადამიანები ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობენ და მათი მუდმივი პრობლემა ამ ფართების დაკანონებაა. რიმა ბერაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ჩუღურეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისა და დევნილებისთვის მათ მიერ დაკავებული ფართების დაკანონებაში ხელშეწყობა იყო და მაჟორიტარის შუამდგომლობით არაერთ მათგანს საცხოვრებელი დაუკანონდა.
ცაიშის 36-ში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს რიმა ბერაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 15 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად მათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ.
ცაიშის 36-ში არსებული შენობა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც უკვე აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ფართების დაკანონების გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო.
ვახტანგ შაქარიშვილი: „შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა”
სექტემბერი 13,2018რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017რიმა ბერაძისა და გიორგი ვოლსკის ინიციატივით ჩუღურეთში ქალთა კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
მარტი 08,2017