თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
სხდომას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი, მისი მოადგილე მალხაზ ჭუმბურიძე და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე ესწრებოდნენ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დეპუტატების მხრიდან დაისვა ყველა ის საკითხი, რაც ტრანსპორტის კუთხით თბილისის მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი. მათ შორის საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებათან დაკავშირებული საკითხები, ჰიგიენის ნორმების დაცვა, კონდენცირება და დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა.
სხდომაზე ასევე განხილული იყო ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო ხაზების დამატება, როგორც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე შემოერთებულ სოფლებში და სოციალურად დაუცველებისთვის, მოსწავლეებისათვის და პენსიონერებისთვის საბარათე სისტემების მოწესრიგება.
საკრებულოს დეპუტატებმა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს საკუთარი ხედვები და ინიციატივებიც წარუდგინეს.
რიმა ბერაძის თქმით, აუცილებელია დედაქალაქში აღმოიფხვრას საცობები, რისთვისაც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ისეთი ტერიტორიების მოძიება, რომლებზეც ინვესტორებს მიეცემათ საშუალება მოაწყონ თანამედროვე ავტოპარკინგი.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა, ასევე წამოაყენეს წინადადება, მერიის ტრანსპორტის საქალაქოს სამსახურის მიერ ჩატარდეს მონიტორინგი და კვლევების საფუძველზე მოხდეს ექსპრეს ავტობუსების დანიშვნა, რომლებიც მხოლოდ სტუდენტებს მოემსახურება და მათ ადგილამდე დროულად მიყვანას უზრუნველყოფს.
დეპუტატების მხრიდან ასევე გაჟღერდა წინადადება მარშრუტის ბოლო გაჩერებებზე დამონტაჟდეს ე.წ. ,,ბიო ტუალეტები“, მძღოლებმა კი პერიოდულად გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
საკრებულომ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ასევე შესთავაზა შეიმუშაოს კონცეფცია კერძო ტაქსებთან დაკავშირებით. დეპუტატების თქმით, დედაქალაქში 40 ათასამდე კერძო ტაქსია, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ და აუცილებელია გამოინახოს მექანიზმი, რომელიც ამ პრობლემას დაარეგულირებს.
როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქოს სამსახურის წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე აღინიშნეს, ახლო მომავალში დაგეგმილია 21 ავტო-სადგომის მოწყობა, რაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები.
ფრაქცია ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა, ყველა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, ანგარიში შესაბამისი კომისიების სხდომებზე კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინოს და დეპუტატების მხრიდან სწორედ ამის შემდეგ მოხდება მათ მიერ გაწეული მუშაობის შეფასება.
დღევანდელი სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა. ფრაქცია 20 მარტამდე მერიის ყველა საქალაქო სამსახურის ანგარიშს მოისმენს. მომავალი სხდომა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს დაეთმობა.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023