თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების მედალოსანი ბავშვების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
შეხვედრას რიმა ბერაძე საქართველოს პარლამენტის განათლების,მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელ მარიამ ჯაშთან, პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან და საქრთველოს პარლამენტის წევრ ისკო დასენთან ერთად წარუძღვა.
რიმა ბერაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანი წარჩინებული ახალგაზრდების დაფასება და წახალისებაა.
„დღეს ჩვენ თქვენი პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მოსალოცად მოგიწვიეთ. ძალიან გვინდა, რომ თქვენს პატივსაცემად გამართული ღონისძიება გარკვეული სტიმული იყოს თქვენთვის და თქვენს მიერ არჩეულ სხვადაასხვა უნივერსიტეტში სწავლა ასეთივე შემართებით განაგრძოთ.
შრომას მუდამ მოაქვს შედეგი და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმატებით ასახელებთ მშობლებს, პედაგოგებს, უბანს და, რაც მთავარია, სამშობლოს.
მუდამ გქონდეთ რწმენა, რომ ცოდნითა და დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ განათლება და ამ მიმართულებით განხორციელებული თუ განსახორციელებელი რეფორმებია.
ვფიქრობ, რომ ეკონომიკასთან ერთად, განათლება არის ის ბაზისი, რომელზეც ახალი სახელმწიფო უნდა დავაშენოთ. აი, ისეთია ქვეყანა, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ვოცნებობთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ თავის გამოსვლაში.
მოწვეულმა სტუმრებმა წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცეს და განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიების დასასრულს, ჩუღურეთის რაიონის სკოლების ოქროს მედალოსან მოსწავლეებს, მათ დირექტორებსა და დამრიგებლებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისგან რიმა ბერაძისგან მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატებმაც მიიღეს.
წარჩინებული მოსწავლეების პატივსაცემად, საღამოს ჩუღურეთის რაიონის მე-6 სახელოვნებო სკოლის გუნდი (ხელმძღვანელი _ ქ-ნი ლიკა ჩხეიძე) და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე არსებული მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ (ხელმძღვანელი _ ქ-ნი ლენა ცარციძე) მუსიკალურად აფორმებდა.
ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
2016/2017 სასწავლო წელს ჩუღურეთის რაიონის 6 სკოლიდან ოქროსა და ვერცხლის მედალი 27-მა მოსწავლემ მოიპოვა.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023