თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ნუნუ ავსიანიკოვამ და პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან საქართველოს 3 რეგიონში: ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში ხორციელდებოდა.
თბილისში პროექტი დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ და ფრაქციასთან არსებული „ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს“ ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანი ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწალაა.
პროგრამა მსურველთათვის ქართული ენის სწავლების 3 თვიან საფეხურს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სწავლისათვის საჭირო ნივთები უფასოდ გადაეცემათ.აღნიშნული კურსები, თბილისში 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისთვის სწავლების 3 თვიანი საფეხური 20-მა მსურველმა წარმატებით გაიარა. ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომლებიც „თბილისის მეგობრობის სახლში“ მიმდინარეობდა, ეროვნული უმცრესობებისთვის სექტემბრის თვიდან კვლავ განახლდება.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას თბილისის საკრებულოში, ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ პედაგოგები ესწრებოდნენ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023