18 ნოემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
სხდომას, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა. ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დეპუტატებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და შენიშვნები წარმოადგინეს. საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა კი სამაჟორიტარო ოლქებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ყურადღება კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილეს.
დედაქალაქის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკუთარი შენიშვნებითა და წინადადებებით თბილისის მერიას 25 ნოემბერამდე დაუბრუნებს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025