05 თებერვალი 2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით ფრაქციის წევრებსა და თბილისის მერს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
ფრაქცის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიმდინარე საკითხებზე, მიღწეულ შედეგებზე, ქალაქში არსებულ პრობლემატიკის მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ესწრებოდა.
შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა იმ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსების შესაძლებლობა, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ არიან. ასევე იმსჯელეს მაჟორიტარი დეპუტატების მიერ რაიონების მიხედვით წარმოდგენილი პრობლემების ოპერატიულად მოგვარების გზებზე (ინფრასტრუქტურული, სოციალური, კომუნალური, დევნილთა პრობლემები ფართების დაკანონების და ა.შ შესახებ) და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებიდან გაგზავნილი კორესპონდენციის მონიტორინგის შედეგებზე.
საუბარი ასევე შეეხო ფრაქციის მიერ ინიცირებულ ისეთ პროექტებს, როგორიცაა მუნიციპალური საავადმყოფოს კონცეფციის შემუშვებისა და მშენებლობის საკითხი და ჩუღურეთის რაიონში მდებარე ნიკო ფიროსმანის ქუჩისა და მუზეუმის აღდგენა-რეაბილიტაცია.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025