24 ოქტომბერი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ფრაქცია ტრადიციისამებრ იწყებს მუნიციპალური გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების მიერ 9 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშების მოსმენას.
ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, თბილისის 2017 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შეხვედრები მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, სადაც საკრებულოს წევრებს საკუთარი ხედვებისა და წინადადებების წარმოდგენის საშუალება კვლავაც მიეცემათ.
თბილსის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 ნოემბერამდე წარადგენს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025