დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ბოშათა თემის შემეცნებით-კულტურულ საღამოს დაესწრო.
რიმა ბერაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არსებულ მუშაობის მექანიზმებზე, სტრუქტურასა და სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ერისა თუ ეთნოსის წარმომადგენლები ქართველებთან ერთად მეგობრულად და ჰარმონიულად თანაარსებობენ.
,,საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ ინიციატივით შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ფრაქციასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც ეთნიკურ უმცირესობებთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ურთიერთობათა გაღრმავებაა’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
კულტურულ ღონისძიებაზე ბოშათა თემის წარმომადგენლებმა სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი მუსიკალური პროგრამა წარმოადგინეს.
საღამოს, რომელიც გაჩიანის ბოშათა თემის „რომა“ ინიციატივით, ბოშათა დიასპორის ხელმძღვანელის ვენერა მარტყოფლიშვილის მხარდაჭერითა და ქალთა ფონდის დაფინანსებით „მეგობრობის სახლში“ გაიმართა, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023