დედაქალაქის მუნიციპალტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2014 წლის ანგარიში წარადგინეს. სხდომაზე ფრაქციის წევრები ასევე 2015 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმაზეც შეჯერდნენ.
ფრაქციის თავმჯდომარის რიმა ბერაძის განცხადებით, ფრაქციას საქმიანობის დაწყება წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ბიუჯეტის პირობებში მოუწია. შესაბამისად, ფრაქციამ ამ კუთხით შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და საკრებულოს სხვადასხვა კომისიებთან კოორდინაციის საფუძველზე შეიმუშავა წინადადებები 2015 წლის ბიუჯეტის ეფექტიანი დაგეგმვისათვის.
სხდომაზე დეპუტატებმა ფრაქციის მიერ ექვსი თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაოები შეაფასეს.
მათ შორის, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების 100%–იანი წილის საკითხი, რაც აისახა კიდეც 2015 წლის ბიუჯეტში და მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმების შერჩევასთან დაკავშირებით.
ფრაქციის წევრების განცხადებით, შესწავლილ იქნა არსებული მდგომარეობა უფასო სასადილოებში და დაისახა გზები ამ მიმართულების ეფექტანი შესრულების მიზნით, რაც ბენეფიციართა კვების რაციონის გაუმჯობესებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გულისხმობს.
მათივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში შესული კორესპონდენციების კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, პერმანენტულად ხორციელდებოდა მონიტორინგი.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ფრაქციამ გარკვეული სამუშაოები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ყველა ეტაპზე გასწია. ფრაქციებისა და კომისიების მიერ მომზადდა შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთაგან დიდი წილი გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში და მათი ასახვა 2015 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტშიც განხორციელდა.
ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებმა სამომავლო გეგმებიც დეტალურად განიხილეს და 2015 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმაზე შეჯერდნენ.
ინიციატივა, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაწეული და მომავალი მუშაობის ანგარიშის შესახებ, ფრაქციის ყველა წევრის მიერ იქნა მოწონებული.
დეპუტატები დედაქალაქის ქუჩებში საცობების და კერძო ტაქსების პრობლემების დარეგულირებასთან დაკავშირებით მერიის ურბანული და სატრანსპორტო სამსახურების მოსმენის და ასევე პირველ კვარტალში ბიუჯეტის შესრულების–მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონის გამგეობების მოსმენის თაობაზე შეჯერდნენ.
სხდომაზე ასევე ბაგა–ბაღების და უფასო სასადილოების (პროგრამა „ცხელი სადილი“) მონიტორინგის, შედეგების განხილვისა და მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული მიმართულებები იქნა დაგეგმილი.
ზემოთხსენებული საკითხების გარდა, ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებზეც იმსჯელეს და არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტიანი გზების მოძიებისა და განვითარების მიზნით, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები დასახეს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023