26 მარტი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს კათოლიკური აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და წმინდა სიმონ ბარსაბაეს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მორწმუნე მრევლს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს და ამასთან, ქართველებისა და ასირიელების ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიის თაობაზე ისაუბრეს.
წირვა მამა ბენიამინმა არამეულ ენაზე აღავლინა და სტუმრებს გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.
სააღდგომო წირვას ასევე ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ასირიელების სათვისტომოს ხელმძღვანელი დავით ადამოვი ესწრებოდნენ
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025