21 იანვარი 2016 თბილისის საკრებულოს ფრაქციასთან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს.
ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საბჭოს კოორდინატორ მარგალიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად საკრებულოში საქართველოში უკრაინის საელჩოს მეორე მდივანს ვიქტორია ლიალინასა და განვითარებისა და ხელოვნების ცენტრის ,,Art Boom Ge“ დირექტორს ვალენტინა მარჯანიშვილს შეხვდა.
შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები კიევის ქუჩა ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ მარშრუტად იქცეს და დაიტვირთოს ისეთი სიმბოლოებით, რომლებიც ხაზს გაუსვამს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას, ასევე ხელს შეუწყობს უკრაინული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
უკრაინული დიასპორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენებიც ჩაერთვებიან.
ინიციატივას მხარი ქართულმა მხარემ დაუჭირა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025