4-5 დეკემბერს, ბორჯომში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის“ ფარგლებში, თბილისის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის “ არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებისთვის ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
სემინარი ორ ძირითად ამოცანას ემსახურებოდა, პირველი: ქალაქ თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების ლიდერების ინფორმირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე (ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება) აღნიშნულ საკითზე მოხსენებით ევროინტეგრაციის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი მიხეილ მირზიაშვილი გამოვიდა. ხოლო, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრების აქტიური მონაწილეობისთვის ხელშეწყობის საკითხებზე მოხსენებით, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძე და საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი რიტა ხიდირბეგიშვილი გამოვიდნენ.
„მსგავსი ტიპის სემინარები უმნიშვნელოვანესია, რადგან მოგვეცა საშუალება ჩვენს ფრაქციასთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან დაგვემყარებინა კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია, ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა აღნიშნულ საკითზე ხედვები, დაგვესახა სამომავლო გეგმები და განგვესაზღვრა პრიორიტეტები“,- განაცხადა გამოსვლისას რიმა ბერაძემ.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის ინიციატივით, ააიპ ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ცენტრის მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ხელისუფლებათა პარტნიორობის განვითარებასთან დაკავშირებული პილოტური პროექტების“ ფარგლებში.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023