თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს რიმა ბერაძეს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის - ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი მიესალმა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს გადაწყვეტილებით, ნომინაციაში - წლის საჯარო მოხელე - გამარჯვებულ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძეს საპატიო ჯილდო და სიგელი სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გადასცა.
რიმა ბერაძემ სახალხო დამცველს, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, მერიის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები ყოველწლიურად ტოლერანტობის ქომაგებს: მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს ირჩევენ, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ეთნიკური და რელიგიური უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023