31 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, მეიდანზე, საქართველოს ეპარქიის სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
ტაძრის ხელახალი კურთხევის საზეიმო ცერემონია სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ შესრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა კონფესიის სასულიერო პირები.
„სურბ გევორგის“ ეკლესია ქველმოქმედთა შემოწირულობებით აღადგინეს. სამუშაოები სამი წელი გრძელდებოდა. სარესტავრაციო პროექტის საერთო ღირებულება 3,5 მილიონი აშშ დოლარია.
მთავარი დონორები არიან: ბიძინა ივანიშვილი, სერგეი სარკისოვი, რუსუდან მახაშვილი, დანიელ ხაჩატუროვი, ალბერს ავდოიანი და ვარდანიანების ოჯახი.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025