თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე რაიონების გამგეობების მიერ 9 თვის მანძილზე გაწეული მუშაობის ანალიზი წარმოადგინა.
ფრაქციის სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან თევზაია, შპს ,,ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე, რაიონების გამგებლები და მოადგილეები, ასევე საკრებულოს სამაჟორიტარო ბიუროების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, 2015 წლის მარტიდან ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობების ანგარიში მოსმენის ტენდენცია დამკვიდრდა.
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, კერძოდ, კი გამგეობებისა და მერიის საქალაქო სამსახურების შუალედური და შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენას.
საკრებულოს ისტორიაში განხორციელდა უპრეცედენტო ფაქტი, თვითმართველობის არჩევიდან რვა თვის შემდეგ ქალაქის მერი შუალედური საანგარიშო მოხსენებით წარდგა საკრებულოს წინაშე.
აღნიშნულმა ინიციატივებმა საფუძველი ჩაუყარა წარმომადგენლობით და აღმსრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ახალ სამართლებრივად გამართულ ტრადიციას’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
დეპუტატმა ყურადღება ყოფილი ხელისუფლების მიერ დანატოვარ არასახარბიელო მემკვიდრეობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ახალმა ხელისუფლებამ დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, ხოლო ამავე მიზნით, პარლამენტში შესულია ,, მშენებლობისა და ურბანული დაგეგმარების კოდექსი“.
,,ეს დოკუმენტები დედაქალაქში შეაჩერებენ ქაოსურ, მავნებლურ, სამშენებლო პროექტებს, მოახდენენ სამშენებლო პროცესების დაგეგმვისა და მისი მიმდინარეობის ეფექტურ კონტროლს’’,-აღნიშნა რიმა ბერაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ მსგავსი მოსმენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ფორმატში დეპუტატები საკრებულოს აპარატთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის სრულ ანალიზს ახდენენ და მოქალაქეთა მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის სამსახურებს წინადადებებს და შესწორებებს წარუდგენენ.
რიმა ბერაძემ ყურადღება კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურების მუშაობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამსახურების ახალი ხელმძღვანელობა ყურადღებით მოეკიდება ფრაქციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და საქმიანობას ბევრად ეფექტურს გახდის.
დეპუტატმა საკუთარ გამოსვლაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვასა და 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირებაზეც ისაუბრა.
,,ახალი ბიუჯეტი ორიენტირებული უნდა იყოს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებაზე. მინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის კურსი მაქსიმალურად წარვმართოდ ისე, რომ გაიზარდოს და გაუმჯობესდეს მოქალაქეთა კეთილდღეობის დონე, რის შედეგადაც შემცირდება მოთხოვნა სოციალურ პროგრამებზე, სოციალური სტატუსის მინიჭებაზე და ცხელი სადილის ბენეფიციართა სტატუსის მოთხოვნაზე.
საჭიროდ მიგვაჩნია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მუნიციპალური საწარმოების შექმნას, მისი შემდგომი წილების ქალაქისათვის მომგებიანი პირობით გასხვისებას, რაც უდაოდ მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის აუცილებელი წინაპირობაა’’,-აღნიშნა დეპუტატმა.
,,9-თვის შესრულებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლიური საბიუჯეტო გეგმის შესრულებაში, ამდენად დღევანდელი მოსმენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა’’,-განაცხადა დეპუტატმა და გამგეობებს 9 თვიანი საქმიანობის, განსაკუთრებით კი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
რიმა ბერაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ 9 თვის განმავლობაში გამგეობებში მკვეთრად შემცირდა ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული შესყიდვები. მისივე ინფორმაციით, სოციალურ მუხლებზე ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა ყველა გამგეობაში მთლიანად პასუხობს გეგმიურს და ამ მიმართულებით ყველა გამგეობაში ერთნაირი სურათია.
,,მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ფაქტზე, რომ გამგეობების მიერ მოწოდებული ფაქტობრივი მასალა ისევე როგორც მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები, ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე პირველ კვარტალში იყო, ’’,-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქმიანობის დინამიკა იძლევა იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომლის თანახმად, წლის ბოლოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების 100%-იანი შესრულება იქნება შესაძლებელი.
ფრაქციის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც დეპუტეტებმა გამგებლებს შეკითხვები დაუსვეს და ამასთან, სხადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების მიზნით, საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
საკრებულოს მაჟორიტარი წევრების შეკითხვებს რაიონების გამგებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს და მომავალი ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023