08 ოქტომბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეროცნულ უმცირესობათა საკორდინაციო საბჭოს კოორდინატორი ქალბატონი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი რუსი მწერლის ბორის პასტერნაკის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ხელმძღვანელის და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრის მიხეილ აიდინოვის ორგანიზებით გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 47 ხელოვანმა მიიღო. კონკურსანტების შორის იყვნენ ჟურნალისტები, ლიტერატორები, პედაგოგები და კერძო პირები.
გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა და ახალგაზრდული შემოქმედება.
თითოეული ნომინაცია სამ საპრიზო ადგილსა და გრან-პრის ითვალისწინებდა. ლაურეატთა შორის გახლდათ რუსული ენის პედაგოგი ციური ბერიძე, გრანპრი კი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორს მარია ფილინას გადაეცა.
ლაურეატები გახდნენ პოეტები: თამარა კონსტანტინოვსკაია, მარია კირაკოსოვა-მოვსესიანი და ნატალია სელეზნიოვა; პროზაიკოსები და პუბლიცისტები: მიხეილ რაზმაძე, ალა ტიტვინიძე და სვეტლანა ცივილევა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე გაიმართა ლიტერატურული ალმანახის "На холмах Грузии “ 22-ე ნომრის პრეზენტაცია.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025