ჩუღურეთის რაიონში, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა აღრიცხვიანობის ახალ, სააღრიცხვო-საბარათე სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან გელა ჩივიაშვილთან, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ცხელი სადილის ობიექტების მონიტორინგი ჩაატარა.
დაინტერესდნენ ახლადდანერგილი სისტემის მიმდინარეობის წარმატებებით, შეამოწმეს სასადილოების ფუნქციონირება, სანიტარული მდგომარეობა და საკვების ხარისხი.
„ჩუღურეთის რაიონის ცხელი სადილის ობიექტებით 3100 ადამიანი სარგებლობს. დღეისთვის ჩემს სამაჟორიტარო რაიონში არსებულ სასადილოებში ნოვაციური სააღრიცხვო -საბარათე სისტემის დანერგვა წარმატებით დასრულებულია, რის შედეგად რიგები აღარ არსებობს და ბენეფიციართა მომსახურება ელექტრონული წესით, სწრაფად და მათთვის მაქსიმალურად კომფორტულად ხორციელდება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, ყველა სასადილოში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი, რომლის მეშვეობითაც თავიდან ბოლომდე კონტროლდება კერძების მომზადების, დოზირებისა და სისუფთავის ნორმების დაცვის ხარისხი.
მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, რომ გარდა სააღრიცხვო სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისა, მონიტორინგის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლო არსებული ხარვეზების გამოვლენაა, რომლებიც მომავლისთვის აუცილებლად გათვალისწინებული იქნება.
რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, მონიტორინგის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ჩუღურეთის რაიონში მდებარე სოციალურად დაუცველთა სასადილოები ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისში მომსახურების თვალსაზრისით, რასაც ახალი სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
რაიონის სოციალურად დაუცველთა სასადილოების მონიტორინგის პროცესში მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, რაიონის გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვახტანგ შაქარიშვილი: „შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა”
სექტემბერი 13,2018რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
აგვისტო 21,2017რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017