09 თებერვალი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც ფრაქციის წევრებმა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გივი კუბლაშვილმა დეპუტატებს სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული სამუშაოების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამასთან, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრების, კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საკითხებზე ისაუბრა.
მანვე პრეზენტაციაზე 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი ისეთი პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარება,
ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.
დასასრულს, ფრაქციის წევრებმა წარმოდგენილ პრეზენტაციასა და კერძოდ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ აღნიშნა, თბილისის რაიონებში არსებული ვითარების დეტალური ანალიზისა და რეაგირების მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებსა და რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შორის შეხვედრები შედგება, რომლებსაც რაიონის გამგებლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025