14 დეკემბერი 2020
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს. ასევე თბილისის საკრებულოს მოადგილის კანდიდატურაზე იმსჯელეს და რამდენიმე კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატიც დაასახელეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესა და კომისიების თავმჯდომარეებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.
შიდა გადაადგილებები საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წევრმა არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატი მოიპოვა და საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025