თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე, 16 სექტემბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი თანამდებობის პირის, ამჟამად ამავე პარტიის სატელიტი ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ცილისწამებლურ განცხადებებს საკრებულოს უმრავლესობის მისამართით.
გასაგებია, რომ ამ პიროვნებას აქვს მიზანი და ამოცანა მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
ხაბეიშვილი განაწყენებულია, რადგან ის არ აირჩია სამგორის მოსახლეობამ და შესაბამისად დარჩა საკრებულოს მიღმა. ასევე გასაგებია ისიც, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აქტივისტმა არ იცის ელემენტარული არითმეტიკა და მინდა განვუმარტო, რომ ჩვენს მიერ აპარატის თანამშომლებისთვის კანონის ფარგლებში გაცემული პრემიის თანხა 262 ათასი ლარი არ უდრის 500 ათას ლარს.
ხაბეიშვილმა მაშინაც იცრუა, როდესაც ცილი დაგვწამა და საკრებულოს დეპუტატების დეკლარაციების გამოქვეყნებისას საზოგადოებას ისეთი სურათი დაუხატა, თითქოსდა ჩვენი უმეტესობა მილიონერი გახდა საკრებულოში მოსვლის შემდეგ.
მან ვითომდა არც ის იცის, რომ საკრებულოს დეპუტატების ქონება, რაც მათ დააგროვეს ან გადაეცათ მემკვიდრეობით წინაპრებისგან (მათ შორის ათეულობით წლების წინ) არ არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეძენილი.
ცნობისთვის, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს ის ხაბეიშვილია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახლდათ თანამდებობის პირი, კერძოდ სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე და როდესაც იგი 2014 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, მაისის თვეში - 300, ივნისში კი - 250 პროცენტიანი პრემია ჩაერიცხა.
ბუნებრივია ჩვენ არ ვაპირებთ მატყუარა ხაბეიშვილს განმარტებები მოვთხოვოთ, მაგრამ მივმართავ კოლეგებს ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, დაგვისახელონ აპარატის რომელმა თანამშრომელმა, უმრაველესობის რომელ დეპუტატს გადასცა მის მერ აღებული კუთვნილი პრემია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად მოვითხოვთ, ჩვენმა კოლეგებმა საზოგადოებისა და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების წინაშე საჯაროდ მოიხადონ ბოდიში თავიანთი აქტივისტის - ლევან ხაბეიშვილის ცილისწამებლური განცხადებების გამო, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
.
.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023