თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „განსაკუთრებულ ჟურნალს“ უმასპინძლა, რომელშიც უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულნი.
ღონისძიება, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მხარდაჭერით მოეწყო, თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა და ჟურნალის ერთი წლის იუბილეს მიეძღვნა.
„განსაკუთრებული ჟურნალი“ ის გამოცემაა, რომელმაც ინტეგრირებული რედაქცია შექმნა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმა.
საიუბილეო ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, ჟურნალის რესპოდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წარმომადგებლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ჟურნალის რედაქციას საიუბილეო წელი მიულოცეს.
„ვულოცავ ჟურნალს იუბილეს და წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში. ეს ადამიანები მხოლოდ საგამომცემლო საქმეში არ არიან ინოვაციურები, ისინი სრულფასოვან მონაწილეობას იღებენ ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში, შესაბამისად, საკრებულო და მერია ყოველთვის გვერდით დაუდგება და მხარს დაუჭერს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, ჟურნალის რედაქტორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა საკრებულოს და მერიას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს - გიორგი ალიბეგაშვილს, მის მოადგილეებს - გიორგი ტყემალაძეს, მალხაზ მჭედლიშვილს და გიორგი ახვლედიანს, ასევე დეპუტატს ჯაბა სამუშიას და საკრებულოს აპარატის უფროსს ელენე დუმბაძეს მხარდაჭერისთვის „განსაკუთრებული სიგელები“ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალს საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა“ გამოსცემს, რომელმაც მცირე ხნის წინ გაზეთები „ივერია“ და „დროება“ აღადგინა. აღნიშნული რედაქციები ასევე ინტეგრირებულია და მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულნი.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023