თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივითა და წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა 71 ღვაწლმოსილ ექიმს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ, ღვაწმოსილ ექიმებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მათ დამსახურებებზე ვრცლად ისაუბრეს.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.