თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე - რიმა ბერაძე და საბჭოს კოორდინატორი - მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უძღვებოდნენ, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
რიმა ბერაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, თბილისში ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, სხდომაზე, საბჭოს ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი“-ს შესახებ ინფორმაცია გააცნო. დიასპორის წარმომადგენლებმა კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და „საპატიო თბილისელის“ ნომინაციაში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის ინიციატივით გამოვიდნენ. მათი განცხადებით, ეს ადამიანი ეროვნებით ქართველი არ იქნება, თუმცა ის იქნება თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული თავისი მეორე სამშობლოსთვის - საქართველოსთვის.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მერიის კონკურსის -„ჩემი თბილისობა“-ს შესახებ. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქალაქის ამ დღესასწაულის მიღმა დარჩენას არ აპირებენ და დღესასწაულში აუცილებლად ჩაერთვებიან.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საკრებულოსა და მერიაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სტაჟირების საკითხს. ამასთან ერთად, სომხური დიასპორის წარმომადგენელმა გენრიხ მურადიანმა საბჭოს წევრებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სომხურ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომელთა დაწყებაც სწორედ საკოორდინაციო საბჭოს ძალისხმევითა და თანადგომით გახდა შესაძლებელი.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023