დღეს, დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია ხელმძღვანელობდა. უმრავლესობის სხდომას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა.
ფრაქციის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს მოუსმინეს და სატრანსპორტო რეფორმის ირგვლის არსებულ საკითხებზე იმსჯელეს.
დედაქალაქში ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას დაემატება.
პირველი თებერვლიდან სააბონემენტო სისტემა შემოდის და მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილების 10-თეთრიანი და 20-თეთრიანი ღირებულებით სარგებლობდნენ, ასევე ის პირები, ვისთვისაც უფასო ტარიფი მოქმედებდა, ამ შეღავათებით სარგებლობას კვლავ შეძლებენ.
ამასთანავე, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად, ძველი სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად. გარდა ამისა, ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები სრულად შენარჩუნდება და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023