თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის მხარდაჭერით, სპორტულმა გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა „ჯინო ფერედაისი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე 70- მდე ბავშვს ოჯახის წევრებთან ერთად უმასპინძლა.
„ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ქვეყნის დამოუკიდელობის დღეს. მინდოდა, ეს დღე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის განსაკუთრებული ყოფილიყო და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით ამ ბავშვების გახარება მოვახერხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, მათთვის მსგავსი პროექტების განხორციელება’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ და ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიება ააიპ „ ქალთა თანადგომის“ და საქართველოს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.