თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის შუამდგომლობით და ძალისხმევით, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ მუზეუმში ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედის მირანდა წიკლაურის ხსოვნის საღამო მოეწყო.
ღონისძიებას რიმა ბერაძესთან ერთად საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაჟორიტარი დეპუტატი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მირანდა წიკლაურის შემოქმედებაზე ისაუბრა.
„მირანდა ჩუღურეთის რაიონის 150-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო. ის კარგად ხატავდა, უყვარდა პოეზია. მირანდა კარგი შემოქმედი და „ახალგაზრდა ქსოვრელების“ ანსამბლის წევრი იყო. მისი ხსოვნის საღამოზე, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდება, გოგონას შემოქმედება გავიხსენეთ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მივაგეთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ვახტანგ შაქარიშვილი: „შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა”
სექტემბერი 13,2018რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
აგვისტო 21,2017რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017