04 თებერვალი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და ფრაქციასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (EMCI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა, საუბარი ეთნიკური უმცირესობის ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არსებული მუშაობის მექანიზმებს,სტრუქტურასა და სპეციფიკას შეეხო.
რიმა ბერაძემ და მარგალიტა ხიდიბეგირშვილმა მოწვეულ სტუმრებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს და ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ასევე მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს, რომლებიც საბჭომ, მისი დაარსებიდან ექვსი თვის მანძილზე განახორციელა.
როგორც უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა დოქტორმა ალექსანდრე ოსიპოვმა განაცხადა, ორგანიზაციის ინტერესი საქართველოსადმი იმ გარემოებით იქნა განპირობებული, რომლის თანახმად, საქართველომ აღნიშნული მიმართულებით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწა.
ცენტრის წარმომადგენლები თბილისში მცხოვრები უმცირესობებისთვის განკუთვნილი „მეგობრობის სახლის“ დაარსების, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების, საკრებულოში გამართული ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიების, ასევე ეროვნულ უმცირესობათა დიასპორებთან საბჭოს მჭიდრო კომუნიკაციის თაობაზე გამოცდილების გაზიარებით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებიც საბჭომ თვითმმართველობის დონეზე განახორციელა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სამომავლო გეგმები გააცნეს, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გზები დასახეს და აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი.
შეხვედრას ცენტრის კვლევითი თანამშრომელი დოქტორი ჰანა ვასილევიჩი და პროექტის კოორდინატორი გიორგი ბობღიაშვილი ესწრებოდნენ.
ECMI წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც 1996 წელს გერმანიაში დაარსდა და ეროვნული უმცირესობის მმართველობისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში ახორციელებს საქმიანობას.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025