09 მარტი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ჩატერების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, სამ კვირაზე მეტია პროცესი დაწყებულია, უკვე შედგა შეხვედრა ტრანსპორტის სამსახურთან, ასევე დაგეგმილია კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშის მოსმენაც.
,,25 მარტამდე ფრაქციაზე მოსმენილი იქნება აბსულუტურად ყველა საქალაქო სამსახურის ანგარიში, ხოლო შემდეგ ეს ანგარიშები გადაიგზავნება შესაბამის კომისიებში. აპრილის დასაწყისში კი, იგეგმება დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოში მოწვევა, რომლის დროსაც იგი მუშაობის სრულ ანგარიშს წარადგენს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, პროცესი დაწყებულია და მოცემულ ვითარებაში საგანგაშო არაფერია, ამ ეტაპზე კი, საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარება მიზანშეწონილი არ არის.
საკრებულოში რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი გამოვიდა.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025