თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავმჯდომარე და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თბილისის მესამე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში, ვ. ჭაბუკიანის 106-ე იუბილესადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მისივე მემორიალურ სახლს-მუზეუმში გაიმართა.
რიმა ბერაძემ საბალეტო ხელოვნების წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას დიდი ქართველი ქორეოგრაფის 106-ე იუბილე მიულოცა.
ღონისძიებაზე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დეპუტატს თბილისში ქართული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლის დადგმის თხოვნით მიმართეს, რაზეც მათ რიმა ბერაძე შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაპირდა.
ვახტანგ ჭაბუკიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და მან საბალეტო კლასიკასთან ქართული ცეკვის შერწყმით, ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა შექმნა. განსაკუთრებული წარმატება მის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას ხვდა წილად, რომელიც ქართული ხელოვნების ტრიუმფად იქნა აღიარებული.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023