თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის" თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ამავე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან- ზურაბ ბაქანიძესა და ლადო გოგსაძესთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ჩიქობავას ქ. N51-სა და ნათიშვილის ქ. N7-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.
აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარეობს სახლის საძირკველის გამაგრება, ლითონის ბადით მოიჭიმება კედელი და ამავდროულად, აივნებისა და კიბის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
ჩუღურეთის რაიონში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 80 მისამართზე მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხოლო გ. დოლიძის N35-ში კი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა დაწყებული.
მაჟორიტარი დეპუტატისა და რაიონის გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად ჩუღურეთის ინფრასტრუქტურული ფონი დღითიდღე უმჯობესდება და უახლოეს მომავალში რაიონში მდებარე ყველა ქუჩა და ჩიხი ისტორიული სტატუსის მქონე რაიონის შესაბამისად კეთილმოეწყობა.
ვახტანგ შაქარიშვილი: „შარტავა-კოსტავას მონაკვეთზე ფუნდამენტური და კაპიტალური სამუშაოები ჩატარდა”
სექტემბერი 13,2018რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
აგვისტო 21,2017რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს
აგვისტო 19,2017