დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და არქიტექტორთან გია გიორგაძესთან ერთად ჩუბინაშვილის N40ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და თანამედროვე, ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლის პროექტი წარუდგინა.
დეპუტატის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრა მათთვის ახალი პროექტის გაცნობის მიზნით შედგა, რის შემდგომაც დოკუმენტი დედაქალაქის მერიაში იქნება წარდგენილი.
მისივე თქმით, მისამართზე, სადაც დაზიანებული სახლის დემონტაჟი უკვე განხორციელდა, სულ 24 ოჯახია რეგისტრირებული, რომელთაგან 12 რაიონის გამგეობის მიერ ქირითაა გაყვანილი.
„ჩვენი სურვილია ჩუღურეთში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის შენობა აშენდეს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ აღნიშნულის განხორციელებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023ოთარ გრიგოლია: ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება და მუნიციპალური ინსტიტუციები ძლიერდება
აგვისტო 30,2023