17 მარტი 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსათვის“ თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს ულოცავს.
„მინდა თბილისში მცხოვრებ ყველა იეზიდ მოქალაქეს მათთვის უმნიშვნელოვანესი „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაული მივულოცო.
საქართველოსა და თბილისში მცხოვრები იეზიდები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ხართ.
გულითადად გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც თქვენთვის გაზაფხულის დადგომას უკავშირდება.
მინდა თქვენი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საკეთილდღეოდ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა გისურვოთ’’! -აღნიშნავს რიმა ბერაძე.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025