დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაული მიულოცა.
„მინდა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო. „ნოვრუზ ბაირამი“ ყველა აზერბაიჯანელისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობასთან, „ახალ დღესთან“ და ახალ წელთან ასოცირდება.
საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანა იყო. ჩვენ კი, ამ ტრადიციის მიმდევარი ერი ვართ და თქვენთან ერთად ვზეიმობთ აღნიშნულ დღესასწაულს“-განაცხადა რიმა ბერაძემ.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023