17 ნოემბერი 2015 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისა და ფრანგი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად გახსნილ სამძიმრის წიგნში, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ფრაქციის სახელით ჩანაწერი გააკეთა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
„საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა მთელი საქართვე ლო შეძრა. ეს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ახსნა და გამართლება არ აქვს.
ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს და რამდენადაც ეს ახლა შესაძლებელია სიმხნევე ვუსურვო. საქართველო მთელს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გლოვობს და მჯერა, რომ ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლაში, ასეთივე ერთიანნი ვიქნებით“, - ნათქვამია სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
თბილისის საკრებულოში დილიდან საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, საელჩოს წარმომადგენლები და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებიან. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ქვეყნისა და თბილისის მთავრობის წევრებმა, დედაქალაქის მერმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა უკვე გააკეთეს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025