02 დეკემბერი 2016 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ფრაქციასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორთან მარგალიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად, მეგობრობის სახლში გამართულ კულტურულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მეგობრობისა და ტოლერანტობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას დიასპორების ახალგაზრდა წარმომადგენლები იღებდნენ, მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოსთაშორისი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ხოლო საღამოს ახალგაზრდა მონაწილეებმა კი მუსიკალური ნომრები და მხატვრული ნაწარმოებები წარმოადგინეს.
რიმა ბერაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საღამოს მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნული მიმართულებით ახალგაზრდა თაობის ჩართულობასა და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე ისაუბრა.
კულტურულ ღონისძიებას, რომელიც რიმა ბერაძის სამაჟორიტარო ბიუროს ორგანიზებით მეგობრობის სახლში გაიმართა, დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025