30 დეკემბერი 2015 დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მამა იოანე (ოთარ) ნუცუბიძის მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დეპუტატმა მამა იოანეს ხუთშვილიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა, რაც დეპუტატის ბიურომ პარტიის „ქართული ოცნება“ ჩუღურეთის რაიონის წევრების შემოწირულობების საშუალებით განახორციელა.
„ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში ვაგრძელებთ წინასაახალწლო აქციას და დღეს გადავწყვიტეთ მამა იოანეს ოჯახი მოგვენახულებინა, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს. ვულოცავ მათ დამდეგ შობა-ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მამა იოანე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურობს და ოჯახთან ერთად ერთოთახიან ავარიულ ბინაში ცხოვრობს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა
ოქტომბერი 30,2025
ოთარ გრიგოლია: ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ზოგი წევრის აქტივიზმი საქართველოს საკითხზე კითხვებს აჩენს მათ ობიექტურობაზე
ივლისი 03,2025